დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაჭარბებულია მოლოდინი იმის შესახებ, რომ ვაქცინა 2-3 თვეში იქნება.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ დროისთვის ლაბორატორიებში 150-200 ვაქცინა მოწმდება.
„ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 2-3 თვის შემდეგ, გადაჭარბებული იმედები გახლავთ.
დღევანდელი დღით ლაბორატორიებში 150-200 ვაქცინა კოვიდის წინააღმდეგ შექმნილი. აქედან პრეკლინიკური კვლევის ფაზებშია რამდენიმე ათეული. მათ შორის ბოლო ფაზაში არის დაახლოებით 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3-ს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. ეს არის სწორედ ის ვაქცინა, რომელმაც ბოლო კვირაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











