ავსტრიაში 17 ნოემბრიდან ლოქდაუნი ამოქმედდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დაიკეტება ყველა ტიპის მაღაზია, განსაკუთრებული აუცილებელი ლოკაციების გარდა. მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება.
ლოქდაუნი ძალაში 6 დეკემბრამდე იქნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრიაში კორონავირუსით 191 000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1,661 გარდაიცვალა.











