ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ, ალბათ, მომდევნო ორ კვირაში ეს გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსს განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ორსული ქალბატონებისადმი. მათთვის გრიპის ვაქცინის საკმაო დოზა იქნება.
„დღევანდელი რიცხვით, აცრილია 91 ათასი, რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი. ქსელში, დამატებით, განაწილებულია, გრიპის ვაქცინის დაახლოებით, 130 ათასი დოზა. კიდევ ერთხელ ვთხოვ რისკ-ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს, აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს ამ კვირაში, მომავალ კვირაში, რომ დროულად გამოიმუშავონ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ძალიან მცირეა ორსული ქალბატონების მიმართვიანობა, სადღაც 1 500-ის ფარგლებშია. გრიპის ვირუსს განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ორსული ქალბატონებისადმი. მათთვის გრიპის ვაქცინის საკმაო დოზა იქნება. ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები, აუცილებელია აცრა,“ – განცხადა ამირან გამყრელიძემ.











