უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დასკვნით მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესტონეთს შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
C დივიზიონის ქვე-ჯგუფში ჩვენმა გუნდმა 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 11 ქულით სომხეთის ნაკრები გავიდა, მეორე პოზიცია კი 9 ქულით ჩრდ. მაკედონიის ნაკრებმა დაიკავა.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდნენ ახალი დროებითი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგების შემდეგ გადამდგარი ვლადიმირ ვაისი შეცვალა.








