ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამი თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაუდასტურა.
„სამი თვის ბავშვია ინფიცირებული, დაინფიცირების წყაროს და კონტაქტებს ამ წუთებში ვსწავლობთ“,- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 127 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











