ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა 2 475 141. სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ.
შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.











