თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას გეგმავს.
მისი თქმით, პარტიის ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს.
„ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოხდება. მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, როგორც პირველ ტურში. ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ არჩევნებში არმონაწილეობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიანთი ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს, რათა დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში“, – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
ხვალ, 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცნობილია, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.











