„ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, ხმის დათვლის პროცესის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
კომისიის წევრებმა ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.
„საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლისას, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.
სულ 6 ასეთი ბიულეტენი ამოვიდა ამ უბანზე”, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.










