ევროპაში ყოველ 17 წამში, ერთი კოვიდ პაციენტი კვდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
კლუგეს განცხადებით, ევროპის ქვეყნების 80%-ში ინციდენტობის მაჩვენებელი (ინფიცირებულთა რიცხვი 14 დღეში 100 00 მოსახლეზე) საკმაოდ მაღალია.
„შედეგად ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას გადატვირთული ჯანდაცვის სისტემების შესახებ. მაგალითად შვეიცარიაში ჯანდაცვის სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საფრანგეთის შემთხვევაშიც“,- აღნიშნა კლუგემ.
კლუგემ კორონავირუსის ვაქცინების ეფექტურობის შესახებ ბოლოდროინდელ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი იმედისმომცემად გამოიყურება.











