fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 %-ით გაიზარდა – ეროვნული ბანკი

19:36 November 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს.

„თვის მიმოხილვაში“, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს აღნიშნულია, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ), ყველის გაძვირებამ იმოქმედა.

„მნიშვნელოვანი იყო ბენზინის, ზეთის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებაც. თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია ვაშლის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფის ინფლაციის შემცირების დინამიკა ოქტომბერშიც გაგრძელდა და 5.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა სურსათის წვლილი საერთო ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვანია. ოქტომბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.5 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ზეთზე, პურზე და ლობიოზე – 0.7 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.5 პროცენტით – სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 43.2 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი. ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, ბენზინის 16.7 და დიზელის საწვავის 17.8 პროცენტით (შესაბამისად, 0.6 და 0.1 პპ-იანი წვლილი ინფლაციაში) გაიაფებამ იმოქმედა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.0 პროცენტამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 2.8 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.1 პროცენტი შეადგინა. „შერეული საქონელი 4.3 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება.

2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 0.9, 3.1, 1.1 პროცენტით მოიმატა. თითქმის არ შეცვლილა ფასები მომსახურებაზე. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 4.3, 5.1 და 8.6 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 1.9 პროცენტით გაძვირდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თეგები: ეროვნული ბანკი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

July 26, 2021
777
ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

July 7, 2021
956
საზოგადოება

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს

June 2, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია