ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს.
ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ვაქცინების შექმნა კარგი სიახლეა, თუმცა ვაქცინების სარგებლის უკეთ ახსნაა საჭირო და არა ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება.
„არ ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება ის გზაა, რომელსაც უნდა მივყვეთ. გამოცდილება ცხადყოფს, რომ როდესაც ქვეყნებს გარკვეული ვაქცინების სავალდებულოდ გამოცხადება სურდათ, ამას სასურველი შედეგები არ მოჰყვა“, – განაცხადა ჯანმოს იმუნიზაციისა და ვაქცინების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კეიტ ობრაიენმა.











