ყარაბაღი აზერბაიჯანია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„აზერბაიჯანის ტკივილი თურქეთის ტკივილია, ხოლო აზერბაიჯანის სიხარული კი თურქეთის დღესასწაულია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ილჰამ ალიევის მმართველობის პირობებში ახალი მიღწევებისკენ გზას წარმატებულად განაგრძობს.











