ლერგოლოგ-იმუნილოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალუე ქსელში ახალზელანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსის ანტისხეულები 8 თვეზე მეტ ხანს შენარჩუნდა.
“ახალ ზელანდიური კვლევით ანტისხეულების ტიტრი 8 თვეზე მეტი შენარჩუნდა…აჰა, ერთ დღეში 2 თვით წინ წავიწიეთ” – წერს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მან საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებიც გაავრცელა, რომლის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი 6 თვის განმავლობაში რჩება.
,,ოქსფორდის უნივერსიტეტში 12 ათას სამედიცინო პერსონალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი დარჩა 6 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ რეგულარული ტესტირების დროს უვლინდებოდათ დადებითი PCR ტესტი, დაავადების კლინიკური ნიშნები არ გამოეხატათ.
კოვიდის შემდგომი იმუნიტეტის საკითხი დამაიდებლად იცქირება და დიდი იმედია, 6 თვეს კიდევ რამდენიმე თვე დაემატება”, – დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა.









