საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველ ყოვლისა, ჩირქს სცხებს სამშობლოს, როცა ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციის მოსყიდვას ცდლობდა.
“არ მინდა გამოვეხმაურო ყოფილი პრეზიდენტის მორიგ ილუზიას. სავარაუდოდ, ფულის მიცემის ჩვევა მაინც ძველი ჩვევებიდან გამომდინარეობს. ამით შეურაცხყოფას აყენებს, პირველ რიგში, თავის სამშობლოს და ცდილობს, რომ ჩირქი მოსცხოს გარკვეულწილად იმ პროცესებს, რომელიც დინამიკაში ძალიან სწორი გზით მომდინარეობს”,- განაცხადა ბითაძემ.









