კომენდანტის საათის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, კარავში დამონტაჟებული ღუმელის საკვამლე მილში ასაფეთქებელი მასალა შეაგდეს.
სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ მათთან პროვოკაციების მოწყობა, სპეციალურად ხორციელდება და ფაქტის დროულად გამოძიება არ მოხდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცvelebi, რომლებმაც შემთხვევის შესახებ, შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
ინციდენტის შედეგად, კარავში მყოფი არცერთი პირი არ დაზარალებულა.
თელავის თეატრთან, სამოქალაქო აქტივისტები, ორი კვირაა იმყოფებიან. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











