ვიდეო კომუნიკაცია გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენი ვალდებულება გვაქვს მოსახლეობის წინაშე – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ facebook-გვერდზე ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ფეიქ ნიუსი, არის ძალიან დიდი ბოროტება.
„ვიდეო კომუნიკაცია გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენი ვალდებულება გვაქვს მოსახლეობის წინაშე.
დეზინფორმაცია არის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ყველა ძალიან კარგად ხედავს როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას. ფეიქ ნიუსი არის ძალიან დიდი ბოროტება. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს. მინდა გაჩვენოთ, როგორ კეთდება საქართველოში ფეიქ ნიუსები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ის ერთ-ერთ თემას გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით კონკრეტულმა ტელევიზიებმა არასწორად გაავრცელეს.
„შევქმენით პლატფორმა, ბიზნესკომპანიებმა დაიწყეს პროდუქტების მოტანა და დავიწყეთ ოჯახების მომარაგება ამ პროდუქტებით და მოიგონეს კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი და თქვეს, რომ ერთ პოლიეთილენის პარკში თითქოს ჩვენ გადავიხადეთ 11 ლარი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2020











