აშშ-მა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მეუღლეს, ასმა ასადს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ასმა ასადს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისთვის დაბრკოლების შექმნის გამო“,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
გარდა ამისა, სანქციები ასევე დაუწესდა სირიის ცენტრალურ ბანკსა და ცხრა კომერციულ სტრუქტურას.











