დღეს, საღამოს, კასპის მთავარ მოედანზე საახალწლო მორთულობები არ ჩაირთო. გაირკვა, რომ საახალწლო განათებების სადენები დაზიანებულია.
,,წუხელ საახალწლო ნაძვის ხე, თოვლის პაპა და ირმები ისე დააზიანეს, რომ აღარ ნათდება. ახალი წელი პანდემიის გამო ისედაც მოკრძალებული იქნება, ვინც ეს ბარბაროსობა ჩაიდინა, სახელი არ აქვს, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უსახელო და უსუსურ, ბოროტ ადამიანს შეუძლია. ეშინოდეს და რცხვენოდეს პატარების ატირებული თვალების გამო.” – აცხადებენ კასპის მერიის პრეს-სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, დაზიანებულ საახალწლო აქსესუარებს მალე შეაკეთებენ.











