პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია ყველა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებული იქნება. ამასთან, ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში.
„ჩვენი ელექტორატი, მეტწილად, იქნება „გირჩის“ მხარდამჭერები, ის ხალხი, ვინც ამ არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად გავიზარდოთ. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ ეს იქნება გასაგები საღი აზრის დონეზე, შეთანხმება მოხდა და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიცია წავიდა ამ ნაბიჯზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქრო პარლამენტში შესვლაზე. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.











