ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ჟურნალისტებს პატრიის ყრილობის დასრულების განცხადებით, გარდაუვალია, რომ ხელისუფლება შეიცვლება.
„ორი მიმართულება მაქვს. ერთი არის თვითონ „გირჩის” განვითარება და მინდა, რომ ეს პლატფორმა ნამდვილად იქცეს ღია პლატფორმად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს. მეორე მიმართულება არის ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისი და კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და აქედან ქვეყნის გამოსვლის გზები. ამაზე მგონია, რომ კონკრეტული პასუხი ამ წუთში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამაზე ფიქრზე ბევრი დრო დავხარჯოთ და საბოლოოდ, მოსახლეობას რაღაცნაირად შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის გზა, ოღონდ, ეს არ იქნება პიარის ამბავი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











