„მიუხედავად გარკევული გაუარესებული მაკროეკონომიური ფონისა, ბიუჯეტში ჩადებული არის ყველა ის სოციალური ვალდებულების შესრულება, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ეს არის კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები, სოციალური ვალდებულებები ჩვენს თანამემამულეებთან და ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. ამ თვალსაზრისით 2021 წელს დაიხარჯება 2,5 მილიარდი ლარით მეტი ვიდრე იხარჯება 2020 წელს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ეკონომიკის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 4,3 %-ის ფარგლებში.
„შემოტანოლია ბიუჯეტის ბოლო, კორექტირებული ვერსია სერიოზული ცვლილებებით. შეცვლილი არის ყველა პარამეტრი, უპირველეს ყოვლისა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. გაუარესებულია ყველა მაკროეკენომიკური პარამეტრი. ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,6%, ხოლო სესხების მაჩვენებელი არის 60%-ზე ზემოთ, კრიტიკული მაჩვენებელია, რომელიც როგორც ეკონომისტს და ფინანსისტს მაწუხებს, თუმცა მთავრობა გვეუბნება, რომ არ მოხდება მაკროეკონომიკური რისკების რეალიზაცია და აქვს გარკევული გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ პარამეტრებს შეაჩერებს.
გარდა ამისა არის გარკვეული პროექტების გაგრძელებაც იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების, იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ეკონომიკის განვითარება და როგორც კი კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები ამოიწურება, რომ ეკონომიკის განვითარება შევძლოთ. ეკონომიკის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 4,3 %-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური ფონი დამძიმებული არის, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში როგორც მთელ მსოფლიოში არის კრიზისი“,- განაცხდა ირაკლი კოვზანაძემ.











