ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა თავისი პოზიცია. რაღა თქმა უნდა, დავჯდებით, განვიხილავთ ამას, ყველა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელისთვის, განსხვავებული მოსაზრება მისაღებია. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე კატეგორიულად მიუღებელია,“- განაცხადა ვაშაძემ.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლმა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა – „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“.
ოქრუაშვილი ხაზარაძეს: 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ










