კორონავირუსის ახალი ტიპის გამოვლენის გამო რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.
რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენები პირველად 21 დეკემბერს შეაჩერა.











