ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულების შემდეგ გორის ბაზრობის ტერიტორია დაილუქა.
ბაზრის ადმინისტრაციას მითითება მიეცა არავინ დაუშვან ტერიტორიაზე გამოძიების დასრულებამდე.
შეგახსენებთ, გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.











