კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილები 84 წლის ქალი და 70 წლის კაცია. ორივე პაციენტი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა. რეგიონში კორონავირუსით ჯამში 78 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს რეგიონში კოვიდინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სურათი კი ასეთია: ახმეტა-637, გურჯაანი-1946, დედოფლისწყარო -678, თელავი -2126, ლაგოდეხი – 1222, საგარეჯო -1069, სიღნაღი-604 და ყვარელი -784.











