„როგორ შეიძლება დამტკიცდეს არჩევნების შედეგები, როდესაც ის არასწორია?“,- ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„როგორ შეიძლება დამტკიცდეს არჩევნების შედეგები, როდესაც ის არასწორია? რეალურ ციფრებს დღეს საღამოს, ჯორჯიის შტატში ჩემი გამოსვლისას, ხოლო პირველ რიგში კი, 6 იანვარს იხილავთ. რესპუბლიკელებს აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – მათ არაფერი ავიწყდებათ“,- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.
How can you certify an election when the numbers being certified are verifiably WRONG. You will see the real numbers tonight during my speech, but especially on JANUARY 6th. @SenTomCotton Republicans have pluses & minuses, but one thing is sure, THEY NEVER FORGET!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 4, 2021











