აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა.
„კაპიტოლიუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ქალი დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დადასტურდა ინფორმაცია კიდევ 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ყველა მათგანი სრულწლოვანია. დაკავებულია მასობრივი არეულობის მონაწილე 52 პირი. მათ ნაწილს იარაღის უკანონო ტარების, ნაწილს კი კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდება აქვს წაყენებული“, – აღნიშნა კორტნიმ.











