ჩინეთში ბოლო 5 თვის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კოვიდის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდით 87 536 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 634-ი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 82 229-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ჩინეთი უსიმპტომო პაციენტებს არ აღრიცხავს.











