ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაჯინიდან 6 კილომეტრით დაშორებული ადგილია.
დაშავებულია ქალაქის 600 მაცხოვრებელი. 15 000 ადამიანს მომხდარის გამო, იძულებით გადაადგილება მოუწია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, შენობები, მათ შორის სასტუმროები და კერძო კლინიკაც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუშინ, ხუთშაბათს, იგივე ტერიტორიაზე 5.9 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრაც მოხდა, რომელმაც ასევე, დააზიანა არაერთი ნაგებობა და გაითიშა ელექტრო ენერგიაც.
განსხვავებით 2018 წელს, ქ. პალუში მომხდარი 6.2 ბალიანი მიწისძვრისა, რომელსაც ცუნამი მოჰყვა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხაზგასასმელია, რომ ბოლო 24სთ-ში მომხდარ მიწისძვრებს ოკეანეში დიდი ტალღა არ წარმოუქმნია.

ადგილობრივი სამძებრო სამუშაოებისა და სამაშველო ბრიგადების ცნობით, ბევრი ადამიანი ჩამონგრეული შენობების ქვეშ ჯერ კიდევ მოყოლილია. ამ დროისთვის, ნაპოვნია 8 გარდაცვლილი.
ინფორმაციის შესახებ CNN საუბრობს.
ავტორი: ამუკა ქორიძე











