პირი, რომელმაც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრა, დაკავებულია.
ინფორმაცია ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული იმავე სოფელში მცხოვრები, 1970 წელს დაბადებული პირია.
ამ ეტაპზე, სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
მომხდარ ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხსმობს.
დაჭრის ფაქტი, სოფელ ზეგაანში 15 იანვრის ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები სამი მამაკაცი გულ- მკერდისა და მუცლის არეში, ცივი იარღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
სამივე დაშავებული გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ექიმების განმარტებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











