fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მილოცვის შემდეგ, მადლობით დავიწყებდი, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან არაერთი საჯარო მოხელე იდგა – თეა წულუკიანი

16:03 January 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

“ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე არ გვქონდა. დღეიდან კი ხელთ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. რომელიც ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს ამბობს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ აფხაზეთშიც და ე.წ. ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. ამ საქმეზე არსებითი განხილვა 2013 წლიდან დაიწყო, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ ასეულობით ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ. ამიტომაც მილოცვის შემდეგ მადლობით დავიწყებდი, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან არაერთი საჯარო მოხელე იდგა.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს მომავალ თაობებს ეს დოკუმენტი მოუპოვა, ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები. ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამხედრო პირი არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა და დადგინდა შესაბამისად ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი.

ამ დოკუმენტში ითქვა, რომ ეს დარღვევები ეხება არამხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევაში 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი 10 აგვისტოდან, ეს ის დროა, როცა ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულები იყვნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი, რომ რუსეთი აგებს პასუხს იმაზე, რომ დევნილები სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და აფხაზეთში მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის სახელით არის ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

თეგები: თეა წულუკიანირუსეთ-საქართველოს ომისტრასბურგის სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
768
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
760
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია