ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს და პანიკა საჭირო არ არის.
„პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ.











