ჯო ბაიდენი პანდემიასთან დაკავშირებულ ათ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაჩქარდება ვაქცინაცია და ტესტირებების რიცხვი გაიზრდება.
ამასთან, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, აშშ შეუერთდება „კოვაქსის“ სქემას, რომელიც ღარიბი და საშუალო შემოსავალის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებას ისახავს მიზნად. ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებასაც გააგრძელებს.
გეგმის ფარგლებში ბაიდენი აპრილის ბოლომდე მოსახლეობისთვის 100 მილიონი ვაქცინის დოზის მიწოდებას და პირველი 100 დღის განმავლობაში სკოლების ძირითადი ნაწილის უსაფრთხოდ გახსნას უზრუნველყოფს.











