fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სულელური შეზღუდვა – ბათუმში აქცია გაიმართა

17:53 January 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

დღეს ბათუმში მდებარე კლუბ „რეფორმერ ფიტნესის“ ორგანიზებით არსებული შეზღუდვების სრულად გაუქმების, ეკონომიკური აქტივობების დაუყოვნებლივ აღდგენისა და ნორმალური ადამიანური ცხოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეზღუდვებით ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები და მოქალაქეები უკიდურესი სიღარიბისთვის არიან განწირულები.

აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, პროტესტს შემოუერთდნენ სხვა ქალაქებიდან (ან ისინი ვისაც აქციაზე მოსვლა არ სურს) სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: – გახსნან საკუთარი მაღაზიები, კაფე-ბარები, რესტორნები, ფიტნესკლუბები, დადგნენ შესასვლელთან საკუთარ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად, ჩართონ ლაივები და მოითხოვონ მუშაობის უფლება.

შეიკრიბონ მეგობრები და მოაწყონ ქუჩაში პირბადის გარეშე მსვლელობა, გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, თუ დაააჯარიმებენ, გაასაჩივრონ.​ დაეკონტაქტონ მეზობლებს, უბნელებს, გამოვიდნენ საკუთარი სახლების წინ და დაარღვიონ კომენდანტის საათი.

„დღეს არ არსებობს საქართველოში საღი აზრის მქონე ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს დადებითად უყურებს. ეს არის სიგიჟე. ჩვენ გვიყურებენ როგორც ცხვრებს. დღეს ვითხოვთ, რომ მოიხსნას ყველა შეზღუდვა, ადამიანებს მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის საშუალება. მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სულელური შეზღუდვა და გაუაზრებელი რეგულაცია. დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ, არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ვისაც პროტესტის გრძნობა აქვთ, იმათ მოვუხსნათ კომპლექსი და მივცეთ ადამიანებს ბიძგი. დაიწყოს პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ნეხვიდან ამოვიდეთ. პირველ თებერვალს აუცილებლად გავხსნი მე პირადად ფიტნესკლუბს, იქნება ნებართვა თუ არა“, განაცხადა „რეფორმერფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ.

შეგახსენებთ, რეგულაციების მიუხედავად „რეფორმერფიტნესი“ ჩვეულ. რეჟიმში მუშაობდა. ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. მაშინ ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კლუბს საცხოვრებელ ბინად ქირაობდა და შენობას ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ სავარჯიშოდ დაუთმობდა. კლუბი პოლიციამ დალუქა. მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქციააჭარაშეზღუდვები

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

January 3, 2022
843
მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

December 13, 2021
1.2k
რეგიონები

გუდაურის მიმართულებით გზებზე შეზღუდვები დაწესდა

December 9, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია