ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რამაზ გულუამ ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ამ ხალხს ეს არ ედარდება, ამ ყველაფერს აპრავებენ, ამ ბავშვებს ეს გაყვებათ მთელი ცხოვრება. ეს ხალხი უნდა მოშორდეს თანამდებობებს. მე არ შემიძლია ამ სხდომას დავესწრო“,- განაცხადა რამაზ გულუამ და სხდომა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი, რომელმაც ბავშვები ე.წ. „შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო.











