„ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანიამ, მერიის შიდა აუდიტის დასკვნა პროკურატურაში შეიტანა.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საბინაო სამსახურის მუშაობაზე მომზადებული შიდა აუდიტის დასკვნაში კორუფციული ნიშნებია, რითიც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
გიგა შუშანიამ ჯერ მერიას მისცა ვადა, რომ თავად შეეტანა დოკუმენტი საგამოძიებო უწყებაში, ხოლო მას შემდეგ, რაც მერიაში განაცხადეს, რომ სიცრუის ტირაჟირება უწოდეს, თავად მიმართა პროკურატურას.
„ქუთაისის მერმა იმის ნაცვლად, რომ კანონის შესაბამისი რეაგირება გაეკეთებინა მერიის სამსახურისვე დაწერილ დასკვნაზე, რომელიც კორუფციის ფაქტებზეა დაწერილი, გადაწყვიტა დანაშაულის დაფარვა. აირჩია წინამორბედების გზა, რომ ხელი დააფაროს კორუფციას და თანხების დაფარვას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მიგვემართა პროკურატურისთვის და მოვითხოვე ქუთაისის მერის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრა, დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, სამსახურეობრივ გუგლგრილობაზე იმიტომ, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს,“ – განაცხადა შუშანიამ.
ავტორი:კესო მოლაშხია











