fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავალებული ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან – იაგო ხვიჩია

20:30 February 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

პარტია “გირჩის” ლიდერი, იაგო  ხვიჩია აცხადებს, რომ ბიძია ივანიშვილისგან დავალებულია.

როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რა სჭირდება ქართელებს გაერთიანებისთვის და ეს  ნულოვანი საარჩევნო ბარიერია.

“ჩვენ ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრობას” არასოდეს არ მოსწონდა ბუნებრივი ბარიერი, დღესაც კი, ქალბატონი სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ცუდი აზრია და ბარიერი აუცილებლად უნდა იყოს.

მე ზუსტად ამიტომ ვარ, ასე დავალებული ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, ამ დაპირების გამო, რომ მხოლოდ ის მიხვდა, რაც სჭირდებოდა ქართველებს. სხვებმა 5% ბარიერიო, 3%-იო, მაგრამ ჩვენი ხასიათი ყველაზე უკეთ გაიგო ამ ადამიანმა და ზუსტად ისეთი მმართველობითი სისტემა შემოგვთავაზა, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვიხდებოდა. ცუდია, რომ მას საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს და სხვა აზრზე გადაიყვანეს, არადა ის სწორ აზრზე იყო.

ახლა მინდა, რომ “ქართულ ოცნებას” და მათ ამომრჩეველს ნაცი არ ვეგონო, რომ არ იფიქრონ, მე რაღაც ისეთს ვითხოვ, რაც არ ეკადრება “ქართულ ოცნებას” და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, ისეთ რაღაცას ვითხოვ, რაზეც “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე შეუთანხმდა საქართველოს მოსახლეობას. მე “ქართული ოცნების” დღევანდელ მმართველობას ამაში ვთხოვ დახმარებას, რომ მათი წინა თავმჯდომარის დაპირება შესრულდეს და ამაში მე მათ ვთავაზობ, რომ ოპოზიციურ ხმებსაც მოვიტან ამისთვის და კრიზისსაც განვმუხტავ, რადგან მართლა ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ და დავასრულოთ 9 წლიანი ბრძოლა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობას”, რადგან ესენი თუ არ შერიგდნენ, არაფერი არ გვეშველება, სულ ასეთ გაჭირვებაში ვიქნებით, რადგან მთელი ჩვენი ენერგია მიდის ამ ბრძოლაში, ერი ორადაა გაყოფილი და ებრძვიან ერთმანეთს.

არც ბრძოლის მიზეზი არ არსებობს სინამდვილეში და არც არაფერი აქვს ამ ხალხს გასაყოფი, ერთი ლიდერი წასულია, მეორე კიევშია და რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება ერი ერთმანეთს ხოცავდეს? ერის შერიგების გზა არის ბატონი ივანიშვილის ეს დაპირება. ბატონი ივანიშვილის ამ დაპირებას, აღსრულების შემთხვევაში, მივიჩნევთ ქართველი ერის შერიგების გზად. ხალხი კი ამბობს, რომ ბიძინას აქებსო, მაგრამ სადაც ადამიანი შესაქებია, როგორ არ შეიძლება არ შევაქოთ. “ქართულ ოცნებასაც” მოვუწოდებ, მარტო ის კი არ არის, რომ იძახიან ბიძინა მოგვწონს, გვიყვარს გვწამს და ა.შ. მართლა უნდა გავიგოთ ამ კაცმა სინამდვილეში რა ჩაიფიქრა და მისი აზრი უნდა მოგვწონდეს და ვაფასებდეთ, თორემ პიროვნულად სიყვარული ხომ არ არის მთავარი,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიიაგო ხვიჩია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

December 8, 2021
822
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, გვსურს, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მას შეხვდეს

December 7, 2021
777
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ – იაგო ხვიჩია

December 1, 2021
789

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია