ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი სუმაია სვამინატანი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა ყველა ადამიანმა უნდა ჩიატაროს, მათ შორის, წარსულში იფიცირებულებმაც.
„ვიცით, რომ იმ ადამიანებმა, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებულები იყვნენ, დაავადების მიმართ იმუნური რეაქცია გამოიმუშავეს, მაგრამ არსებობს ადამიანთა ქვეჯგუფი, ვისაც ინფექციის ძალიან მსუბუქი ფორმა ჰქონდათ ან დაავადება სიმპტომების გარეშე გადაიტანეს, რომლებსაც, როგორც ვიცით, უფრო ნაკლებად ძლიერი იმუნური რეაქცია განუვითარდა, ვიდრე მათ, ვისაც ინფექციის სერიოზული ფორმა ჰქონდათ. ზოგადად, ახლა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, იმისდა მიუხედავად, იყვნენ თუ არა ისინი მანამდე დაინფიცირებულები“, – აღნიშნა ჯანმო-ს მეცნიერმა.











