დღეს, 22 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი, 5 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირედ მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი.











