“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცახდებით “ქართული ოცნება” “კუნთების თამაშის დემონსტრირებას” განაგრძობს.
უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
“როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებები. ნამდვილად არ იმყოფება დღეს “ქართული ოცნება” და ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. ახლა თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს შერჩენილი ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დროულად მოვნახოთ საერთო გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.











