„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!
ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.











