მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ abcnews-ი წერს.
სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩააბარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე ვირუსი ჩოგბურთელებს – ბორნა ჩორიჩს, გრიგორ დიმიტროვს და ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ.
ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს სიმპტომები არ ჰქონიათ და სერბეთის დედაქალაქში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











