იტალიაში კოვიდგადატანილ ადამიანებს კორონავირუსის ვაქცინის ერთ დოზას გაუკეთებენ,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის ერთ დოზას იმ ადამიანებს გაუკეთებენ, რომლებმაც ვირუსი ბოლო 3-6 თვის განმავლობაში დაამარცხეს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდით 2 976 274 ადამიანი დაინფიცირდა.











