fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცესკო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21:44 March 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ იმგავარად გადაანაწილა ფუნქციები, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა.

„რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის იმგვარად დახარისხება, რითაც ზოგადად ხელი ეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებას.

ამ პროცესის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 მარტს გაიმართა სხდომა და კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით კომისიამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ახალი საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კი სხდომის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სხდომაზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი ძალაში შევა 2021 წლის 15 მარტიდან.

ცესკოში განხორციელებული რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას; შტატების რიცხოვნობა რჩება იგივე და თითოეული თანამშრომელი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას სტრუქტურული ერთეულების განახლებული ფუქნციების შესაბამისად.

თუმცაღა, დღეს 6 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს შტატები მოულოდნელად გაიზარდა, პროცესი წარიმართა ერთი დღის ვადაში და დაირღვა კანონმდებლობა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის თაობაზე არ მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს, – რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. არხის ჟურნალისტმა ფუნქციების განახლებული გადანაწილება დაუკავშირა 2021 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. აღნიშნული კი წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობას, ვინაიდან სტრუქტურული ფუნქციების განახლებული გადანაწილება სიუჟეტის მიხედვით მიზანმიმართულად არის დაკავშირებული არჩევნების გაყალბებისთვის მზადებასთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული თანამშრომელი კი აგრძელებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და კანონმდებლობის სრული დაცვით მათი მოვალეობების შესრულებას განახლებული ფუნქციების შესაბამისად გააგრძელებენ მიმდინარე წლის 15 მარტიდანაც, როცა ძალაში შევა შესაბამისი განკარგულება განახლებული საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კომისიაში მიმდინარე პროფესიული საქმიანობების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეგები: ცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

November 13, 2021
809
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

October 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

October 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია