fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ვებრძვით სინდემიას და არა პანდემიას – ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი

12:05 March 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასობრივად გავრცელებული არაგადამდები დაავადებები ამოკლებენ მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და შორმის უნარიანობას.

ფონდის ცნობით, გაეროს მდგრადი განვითარების სამიზნეს 2030 წლისათვის წარმოადგენს არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილობის  30%-ით შემცირება.

„მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა უმრავლესობას (მათ შორის საქართველოშიც) თანმხლები, სხვადასხვა არაგადამდები დაავადებები აღენიშნებოდა.

არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებს COVID-19-ის გართულებების და სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში COVID 19-მა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზებად  არაგადამდები დაავადებები რჩება.

შესაბამისად, მათი პრევენცია, კონტროლი და მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.

არაგადამდები დაავადებების შედეგად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 41 მლნ ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის გლობალური მაჩვენებლის 71%-ს შეადგენს.

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 80% უკავშირდება დაავადებათა 4 ჯგუფს: გულ-სისხლძრღვთა დაავადებები – 17.9 მილიონი, კიბო – 9 მილიონი, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები – 3.9 მილიონი, დიაბეტი – 1.6 მილიონი.

სიკვდილი განპირობებულია არაგადამდები დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორებით; მაგალითად, ყოველწლიურად თამბაქოს აქტიური და პასიური  მოხმარება 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს,  მარილის ჭარბი  მოხმარება – 4.1 მილიონის,  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება  1.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, და სხვ.

სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებლებში არაგადამდები დაავადებების წილი  მსოფლიოში 60-65%-ია, ევროპაში 80-85%, საქართველოში დაახლოებით  94%-ია. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის:  მსოფლიოში დაახლოებით 60%, საქართველოში კი 70%.

არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისათვის, რადგან სიკვდილიანობის მეტი წილი სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის,  სხვადასხვა სახის კიბოს, დიაბეტსა და რესპირაციულ დაავადებებზე მოდის.

მასობრივად გავრცელებული არაგადამდები დაავადებები ამოკლებენ მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და შორმის უნარიანობას.

ყოველივე საკმაოდ ძვირი უჯდება, როგორც ოჯახებს, ასევე სახელმწიფოს და წარმოადგენენ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორებს, აძლიერებენ სიღარიბესა და უთანასწრორობას. ამ ყველაფერს, ბოლო ერთი წელია დაემატა ახალი კორონავირუსული პანდემია, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

გაეროს მდგრადი განვითარების სამიზნეს 2030 წლისათვის წარმოადგენს არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილობის  30%-ით შემცირება.

საზოგადოების ჯანმრთელობისათვის ამ უდიდესი ტვირთის მატარებელი ოთხი ძირითადი დაავადებისა და მათი გამომწვევი ოთხი რისკ-ფაქტორის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ხარჯთ-ეფექტურობის კვლევებსა და მრავალ სხვა მტკიცებულებაზე დაყრდნობით, გვთავაზობს ეფექტური ღონისძიებების ჩამონათვალს, ჯანსაღი კვების ხელშეწყობის,  ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების,  თამბაქოს მოხმარების შემცირების, გულსისხლძარღვთა დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობის, ფიზიკური აქტივობის გაზრდით და კიბოს მართვის გაუმჯობესების სახით. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება ავადობა, სიკვდილობა და ეკონომიკური ზარალი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეფასებითი კუმულაციური დანაკარგი წლიური გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4% იქნება.  ყოველი 1 აშშ დოლარის ინვესტირება მოგებას მოიტანს.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებას და შედეგიც უახლოეს პერიოდში აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებითა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლით. ამ მიმართულებით განხორციელებული მდგრადი ინვესტირება/დაფინანსება სახელმწიფოს დაუზოგავს მნიშვნელოვან რესურსებს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტად უნდა იქცეს არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილება, ჯანმრთელობითი განათლება  და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც ჯანსაღი მომავალი თაობებისა და ზოგადად ჯანსაღი მოსახლეობის გარანტია. საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს მალე მიაღწიოს გარღვევას ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების მდგრადად განხორციელების გზით, თუკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლების მტკიცე ნება იქნება“,- ნათქვამია ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ინფორმაციაში.

თეგები: კორონავირუსი პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 259 მილიონს გადააჭარბა

November 25, 2021
807
საზოგადოება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა

October 25, 2021
791
საზოგადოება

დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების გამო შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

October 15, 2021
810

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია