პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილის ბერა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს. როგორც ტალაიშვილის ამბობს, ინტერვიუში არანაირ აღიარებას ადგილი არ ჰქონია.
„თუ უსმინეთ მის ინტერვიუს, ალბათ დაინახეთ რომ ცალსახად იყო საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ საკუთარი მმართველობის პერიოდში, როდესაც ისინი ახორციელებდნენ მუქარას, დაშინებას და ჩვენ გვაქვს ბადრი პატარკაციშვილის, გირგვლიანის რობაქიძის და კიდევ უამრავი ქეისი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული, რომელიც გულისხმობდა განსხვავებული აზრის სასტიკ დევნას სააკაშვილის რეჟიმის მიერ. წარმოჩენა იმის რომ თითქოს პირიქით, ოპოზიციური ძალა ატერორებდა მმართველი რეჟიმის მომხრეებს ეს არის აბსურდი და გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.











