სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი 10 მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ პრემიერის მიერ გაგზავნილ მოთხოვნას ხელი ორჯერ არ მოაწერა და საქმე არც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა.
არის თუ არა ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა – რა ხდება სომხეთში (მიმოხილვა)











