საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა დავით-გარეჯის საკითხი განიხილეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.