კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას, სავარაუდოდ, 2022 წელს შევძლებთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ქვეყნებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
„თუ ვაქცინების უთანასწორო განაწილებას დავასრულებთ, მაშინ პანდემიის დამარცხებასაც შევძლებთ“,- განაცხადა გებრეიესუსმა.