გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ქართველი ხალხის სახელით ვულოცავ გამარჯვებას არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ზე.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე